დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს - ექიმებმა მითხრეს, რომ იმუნური ვარ, თავს ძლიერად ვგრძნობ - ყველას ვაკოცებ, ბიჭებსაც და ლამაზ ქალბატონებსაც, ყველას დიდ და მსუყე კოცნას გაჩუქებთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან სანფორდში, ფლორიდას შტატში, შეხვედრას მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

„მათ მითხრეს, რომ იმუნური ვარ, თავს ძლიერად ვგრძნობ. ყველას ვაკოცებ, ბიჭებსაც და ლამაზ ქალბატონებსაც, ყველას დიდ და მსუყე კოცნას გაჩუქებთ,“ - მიმართა შეკრებილებს დონალდ ტრამპმა, რომელსაც ორ კვირაზე ნაკლები დროის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

BBC-ი წერს, რომ Real Clear Politics-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის 10 პროცენტით უსწრებს, თუმცა ეს სხვაობა ზოგიერთ მნიშვნელოვან შტატში ნაკლებია. მაგალითად ფლორიდაში, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ბაიდენს 3.7 პროცენტით მეტი პოტენციური ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე დონალდ ტრამპს.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა 3 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა