ჩინეთში, ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, კოვიდ 19-ის შიდა გადაცემის შემთხვევები დადასტურდა

ჩინეთში, ბოლო 2 თვის მანძილზე პირველად, კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევები დადასტურდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში, 12 ოქტომბერს, კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 6 შიდა გადაცემის შედეგი იყო.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ 19-ის შიდა გადაცემის შემთხვევა ჩინეთში ბოლოს 15 აგვისტოს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, პანდემიის გავრცელების დროიდან, კორონავირუსის 85 591 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 4 634 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა