„ჯივიპი“ წყნეთში, რუსთაველისა და ჭიაურელის ქუჩებზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაუდებელ სამუშაოებს იწყებს

13 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყნეთში, რუსთაველის და ჭიაურელის ქუჩებზე, მაგისტრალურ წყალსადენის ქსელზე გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე შეიცვლება ქსელის 200 მეტრი სიგრძის დაზიანებული მონაკვეთი, დამონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მოეწყობა საკვანძო ჭები. მაგისტრალური წყალსადენის აღსადგენად აუცილებელი გათხრითი სამუშაოები და მძიმე ტექნიკის გადაადგილება ძირითადად ღამის საათებში შესრულდება, რაც ჭიაურელის და რუსთაველის ქუჩების კვეთიდან რუსთაველის ქუჩის 11 ნომრამდე სატრანსპორტო მოძრაობის ნაწილობრივ შეფერხებას ძირითადად ღამის საათებში გამოიწვევს.

წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაგეგმილ ვადაში შეცვლის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 13 ოქტომბრიდან 10 დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო