კორონავირუსის ვაქცინაზე კლინიკური ცდები, ერთ-ერთ მონაწილეში „აუხსნელი დაავადების“ გამოწვევის გამო, კიდევ ერთმა კომპანიამ შეწყვიტა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson კორონავირუსის ექსპერიმენტულ ვაქცინაზე კლინიკურ ცდებს ერთ-ერთი მონაწილეში „აუხსნელი დაავადების“ გამოწვევის გამო წყვეტს.

”ჩვენი გაიდლაინების შესაბამისად, მონაწილის დაავადება განიხილება და ფასდება მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის დამოუკიდებელი საბჭოს (DSMB), ასევე ჩვენი შიდა კლინიკური და უსაფრთხოების ექიმების მიერ. მოულოდნელი სერიოზული გვერდითი მოვლენის (SAE) დაფიქსირდების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ვაქცინასთან ან საკვლევ პრეპარატთან, ჩვენი კვლევები ჩერდება. სანამ კვლევის განახლების შესახებ გადაწვყვეტილებას მივიღებთ, ყველა სამედიცინო ინფორმაცია სიფრთხილით გადაიხედება," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Johnson & Johnson-მა კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე ცდების მესამე ეტაპი 23 სექტემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან 60 000 ადამიანს უნდა მიეღო. ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე ცდის ფაზა 3-ის შეჩერების მეორე შემთხვევაა. გასულ თვეში, მონაწილეში გამოვლენილი ნერვოლოგიური გართულებების გამო, ცდები ბრიტანეთში, კომპანია AstraZeneca-ც შეაჩერა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია