აშშ-ში კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. BBC-ის ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს კორონავირუსი პირველად აპრილში დაუდასტურდა და რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა. Covid-19-ით მეორედ დაინფიცირების შემთხვევა კი გაცილებით რთული ფორმებით განვითარდა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გამოცემის ცნობით, ამჟამად მამაკაცი უკვე გამოჯანმრთელდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის ორი სხვადასხვა სახეობა დაუდასტურდა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ბელგიაში, ნიდერლანდებში, ჰონგ-კონგსა და ეკვადორშიც. მკვლევარების თქმით, აღნიშნული შემთხვევები ცხადყოფს, რომ პირები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ და განიკურნენ, ხელახლა დაინფიცირების რიკსის ქვეშ მაინც არიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს