თურქეთის ხელისუფლებამ კიდევ 110 პირის დაკავების ორდერი გასცა, მათი უმეტესობა სამხედრო პირია

თურქეთის ხელისუფლებამ კიდევ 110 პირის დაკავების ორდერი გასცა, მათი უმეტესობა აქტიური სამხედროა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამ ადამიანებს ბრალი 2016 წლის 16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ედებათ.

თურქული მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ეჭვმიტანილების ძებნის ოპერაცია იზმირის პროვინციიდან დაიწყო და 26 პროვინციაში განახორციელა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თურქეთის მთავრობა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. 2016 წლის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი ათასობით სამხედრო მოსამსახურე და საჯარო მოხელე გაასამართლა, დააპატიმრა ან სამსახურიდან დაითხოვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა