სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანი სარაკეტო-საარტილერიო თავდასხმებს აგრძელებს

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის სამხრეთ, ჩრდილოეთ, ჩრდილოთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებით დღეს დილით სარაკეტო-საარტილერიო თავდასხმები განაახლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე, შუშან სტეპანიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმები განსაკუთრებით ინტენსიურად ფრონტის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით ხორციელდება. სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს და უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთმა ტარტარის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

„ამ აბსოლუტურად ყალბი ინფორმაციით აზერბაიჯანული მხარე მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის ემზადება”, - განაცხადა შუშან სტეპანიანმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რაიონების საარტილერიო დაბომბვას აგრძელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა