ნიკოლ ფაშინიანი - რომ არა თურქეთის მზაობა ომში ჩასართავად, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყებოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რომ არა თურქეთის მზაობა ომში ჩასართავად, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყებოდა. მისი თქმით, რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო სწავლება განაახლეს.

„თურქეთი ახლაც განაგრძობს საომარ მოქმედებებში მონაწილეობას. ეს თურქეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ცხადყოფს. ეს თურქეთის იმპერიის აღდგენაზე მიმართული პოლიტიკაა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა, ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ. 9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

იხილეთ ვიდეო: რომ არა თურქეთის მზაობა ომში ჩასართავად, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყებოდა - ნიკოლ ფაშინიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო