კორონავირუსით გარდაცვლილი 9 პაციენტიდან 5 აჭარაში მკურნალობდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 9 პაციენტიდან 5 აჭარაში მკურნალობდა.

„ყველა იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე. 5 არის აჭარიდან, სხვა მონაცემები ჯერჯერობით არ ვიცი, სად გარდაიცვალნენ.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენს ცენტრში გახლავთ 63 კოვიდინფიცირებული. 4 ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. ბოქსირებულ განყოფილებაში გვყავს მძიმე პაციენტები, ჟანგბადდამოკიდებული, პნევმონიით. მიმდინარეობს მათი მართვა“,- განაცხადა ენდელაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანში ბოლო პერიოდში შემთხვევების მკვეთრი მატება არ არის, მდგომარეობა მაინც საყურადღებოა.

„მონაცემები დაახლოებით ერთი და იგივე გახლავთ, მკვეთრი მატება არ არის, თუმცა მაინც მატება ჰქვია და საყურადღებოა. როგორც ვიცი, სისტემა პრობლემების წინაშე არ დგას და ყველა პაციენტის მართვა ხერხდება“,- განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო: რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს