გიორგი ვაშაძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ქართული მოდელის პრეზენტაცია გამართა

“სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ქართული მოდელის პრეზენტაცია გამართა.

მისი თქმით, აღნიშნული მოდელით და სისტემური გეგმით გლეხის შრომა დაფასდება.

“ქართული ოცნების” დროს 2 მილიარდი ლარი დაიხარჯა სოფლის მეურნეობაში - რა ეტყობა სოფლის მეურნეობას? შემცირებული სახნავ-სათესი, შემცირებული შემოსავალი სოფელში, შემცირებული შემოსავალი თითოეული გლეხის ოჯახში. ვინ გამდიდრდა? - სოფლის მეურნეობის მაფია. ჩვენ წარმოვადგინეთ სოფლის მეურნეობის განვითარების ქართული მოდელი, რომელიც სამბაზისიანია. პირველი: მიწა გლეხს და თვითმმართველობას - რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავარეგისტრიროთ მიწის ნაკვეთები, შევქმნათ მიწის ბანკი და მიწა გადავცეთ თვითმმართველობებს. მეორე: ცოდნის ბანკი - გლეხს, ფერმერს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რისი მოყვანა ჯობია, რომელი პესტიციდი რომელი ხარისხის არის და ა.შ. მესამე არის ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი სისტემის განვითარება ინვესტორების შემოყვანით, საერთაშორისო ბრენდების შემოყვანა, რომ საქართველოში გადამამუშავებელი წარმოება იყოს და რაც ყველაზე მთავარია, 500 ათასი აუთვისებელი ჰექტარის ათვისება უნდა მოხდეს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, სოფლის მეურნეობის აკადემიის ექსპერტის გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, დღეს სოფლის მეურნეობა ურთულეს მდგომარეობაშია და მაღალი დონის სპეციალისტების ჩართულობა სჭირდება.

“ჩვენი სტრატეგია იქნება შედეგზე ორიენტირებული. დღეს გვაქვს სტრატეგია, რომელიც ნაკლებად არის ორიენტირებული შედეგზე, უფრო პრაგმატული და უამრავი ხარვეზის მქონე. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა არსებული ხარვეზი და ჩვენ ამას ვუდგებით როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სქემით და ახალი მენეჯმენტით. მე ამ გუნდს შემოვუერთდი იმიტომ, რომ აქ დავინახე საქმის კეთების ძალიან დიდი სურვილი”, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა