მამუკა ხაზარაძე - „ლელო" იქნება ის ცენტრი, რომელიც „ქართულ ოცნებას" გაისტუმრებს და არ მოუშვებს ძველ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში

პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მათი გუნდი არჩევნების გზით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას" და ძველ პოლიტიკოსებს ხელისფლებაში აღარ დააბრუნებს. როგორც ხაზარაძემ „ლელოს“ მიერ პრემიერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასახელებისას აღნიშნა, ქართული პოლიტიკა ახალი ფურცლით უნდა დაიწყოს და ამისთვის „ლელოს" საკუთარი გეგმა გააჩნია.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ ყველაზე მთავარი მტერი, სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი. დღეს არა მარტო მამუკა ხაზარაძის დასახელება ხდება, არამედ იმ გუნდის წარმოჩენა, რომელიც სწრაფი რეფორმების გატარების ბირთვი იქნება, რასაც ჰქვია "მარშალის გეგმა", საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, რომელიც ერთად შევიმუშავეთ და რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, რომ მოსპოს სიღარიბე, მოსპოს ბავშვთა შიმშილი, აამუშავოს ეკონომიკა და ერთხელ და სამუდამოდ დადგეს მთავარი საკითხი ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ. სწორედ ეს მისია აქვს „ლელოს". ამ მისიის შესრულება შეუძლებელია ერთი, ორი ან სამი კაცის მეშვეობით. ამ მისიას სჭირდება საკმაოდ სერიოზული გუნდი და ეს გუნდი ვიქნებით ჩვენ. „ლელო" იქნება ის ცენტრი, რომლიც "ქართულ ოცნებას" გაისტუმრებს და არ მოუშვებს ძველ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში. ჩვენ საქართველოს პოლიტიკაში ახალი ფურცელი, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია