ამომრჩეველთა ხმების დაცვის ოპოზიციური შტაბი მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში ანახლებს

ამომრჩეველთა ხმების დაცვის ოპოზიციური შტაბი მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში ანახლებს.

შტაბის ხელმძღვანელის, პაატა დავითაიას ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე არჩევნების დღეს ტექნიკური მხარეების მოგვარებაზე ისაუბრებენ, ასევე განიხილავენ იმ საკანონმდებლო ხარვეზებს, რომელიც კანონმდებლობაში არსებობს და შესაძლოა, ხელისუფლებამ არჩევნებზე ზეწოლის მექანიზმებად გამოიყენოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბმა მუდმივმოქმედი ფუნქციონირება დაიწყო, აიღო ოფისი, სადაც ექნება 24-საათიან რეჟიმში მუშაობა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვგეგმავთ ტექნიკური მხარეების მოგვარებას არჩევნების დღესთან დაკავშირებით, აგრეთვე განვიხილავთ იმ საკანონმდებლო ხარვეზებს, რომელიც არსებობს კანონმდებლობაში და ხელისუფლებამ შესაძლოა, გამოიყენოს არჩევნებზე ზეწოლის მექანიზმებად. ვამზადებთ დოკუმენტს, რომელსაც გადავცემთ დიპლომატიურ კორპუსს და გრძელვადიან დამკვირვებლებს. ასევე გვინდა იმ გრაფიკის შედგენა, რაც ნიშნავს დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო მისიებთან შეხვედრას.

მზადდება სპეციალური მოხსენება პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ლიდერებზე ზეწოლის შესახებ“, - აღნიშნა პაატა დავითაიამ.

შეგახსენებთ, რომ 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.

დეკლარაციის მიხედვით, შეიქმნა ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბი, რომელსაც პაატა დავითაია ხელმძღვანელობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა