მარიამ ჯაში - „ქართული ოცნება“ დავით გარეჯის საკითხს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს

„ქართული ოცნება“ დავით გარეჯის საკითხს იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისათვის, წინასაარჩევნოდ, - ასე ეხმაურება „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" გენერალური მდივანი მარიამ ჯაში დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

ჯაშის თქმით, ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ ორჯერ მიმართეს აღნიშნულ საკითხზე როგორც პრემიერ-მინისტრს ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს.

„საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობა წლების მანძილზე თავს არიდებდა საჯარო განხილვებს, რაც მართებული იყო. დღეს კი ყველაზე ხმაურიანი, მიუღებელი ფორმითა და ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესებისათვის ყველაზე შეუფერებელ დროს ხდება საჯარო დებატების გააქტიურება. ჩვენი პოზიციაა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემა არა პოპულისტური განცხადებებით და კონფლიქტის გამაღვივებელი მოქმედებებით უნდა გადაწყდეს, არამედ აკადემიური მსჯელობით და ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგით დიპლომატიური სამსახურების ჩართულობით.

თუკი საბოლოოდ დავით გარეჯისა და მიმდებარე ტერიტორიების საკითხი საქართველოსთვის სასიკეთოდ გადაწყდა, ეს უპირველესად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და საპატრიარქოს დამსახურება იქნება. არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა შეეცადოს პოლიტიკური ქულების ჩაწერას, მითუმეტეს, რომ კონკრეტული ქმედებებით თუ უმოქმედობით, ყველა მთავრობამ დაუშვა შეცდომები.

იქ სადაც წლების მანძილზე იდგნენ ქართველი მესაზღვრეები, დღეს დგანან აზერბაიჯანელი ჯარისკაცები, მაგრამ არ ვიცით, რეალურად რა მოხდა 1996 წლის შეთანხმების შემდეგ და საზოგადოებას ბევრ კითხვაზე სჭირდება პასუხი", -განაცხადა ჯაშმა.

მარიამ ჯაშიმ ასევე აღნიშნა, რომ მამა კირიონს წლებია იცნობს და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამა კირიონს. ვიცნობ მას როგორც გამორჩეულ და ღირსეულ ღვთის მსახურს, რომელიც მამა გაბრიელის კურთხევით 25 წელია ემსახურება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს და იბრძვის ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოს ინტერესების დასაცავად.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე - ჩვენ უპირობოდ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და წინასწარი შეფასებებისგან თავს ვიკავებთ. აქვე ვთვლით, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებაში ექსპერტები არ არიან გადაწყვეტილებების მიმღები და შესაბამისად პასუხისმგებელი პირები.

და ბოლოს, შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო დაძაბა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გარემო და შესაძლოა დააზიანოს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები. ამიტომ ვფიქრობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე უნდა შეჩერდეს საგამოძიებო მოქმედებები და მოიძებნოს სამართლებრივი ფორმა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ექსპერტები პროცესის დასრულებამდე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. არჩევნების შემდეგ, კი გამოძიება რომ არ დარჩეს საარჩევნო პოპულისტურ ნაბიჯად - აუცილებლად უნდა იქნას მიყვანილი ბოლომდე,"-აღნიშნა ჯაშმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო