გიგი უგულავა - ნოღაიდელი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია, ერთად აკეთებენ ფულს, ერთმანეთში „სიაფანდი“ თამაშები ითამაშონ, ოღონდ მელაშვილი და ილიჩოვა გამოუშვან ციხიდან

„კარტოგრაფების საქმე“ ერთობლივი თამაშია ნოღაიდელის და ივანიშვილის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა „მძევლად აყვანილი სინდისის პატიმარია და ამაში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია“.

„ზურაბ ნოღაიდელი არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ეს არის დასაბუთებული. ერთად აკეთებენ ფულს - აზერბაიჯანის ტრანზიტს. ასე რომ, ერთმანეთში „სიაფანდი“ თამაშები ითამაშონ, ოღონდ ის უდანაშაულო ადამიანები გამოუშვან ციხიდან. იმიტომ გვინდა ჩვენ ცვლილებები, რომ ამ ქვეყანაში ერთი კაცის ხუშტურზე აღარ იყოს დამოკიდებული, როგორიც არის მაგალითად „კარტოგრაფების საქმე“ და სამწუხაროდ, როგორიც იყო „ფოტოგრაფების საქმე“. „კარტოგრაფების საქმე“ არის ერთი კაცის ხუშტურით თვითგადარჩენის ინსტიქტით მამოძრავებელი და მისი სახელი არის ბიძინა ივანიშვილი. უტვინო ღარიბაშვილმა და თვითგადარჩენის ინსტიქტით მოძრავმა ივანიშვილმა გააკეთა, დაატყვევეს ეს ადამიანები და ვერსია, რასაც აჩეჩებენ არის ის, რასაც აზერბაიჯანული მხარე ლობირებდა. აზერბაიჯანული მხარის პარტნიორი და შუამავალი არის ნოღაიდელი, რომელიც იქედან ფულს აკეთებს. ასე რომ, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ერთობლივი თამაშია ბატონი ნოღაიდელისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის.

ნოღაიდელი არის ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში პირველი ნოღაიდელი გავარდა და დავანებოთ თავი ბნელ ოთახში კატის ძებნას, 2008 წლის შემდეგ შეგიძლიათ ამოიღოთ დოკუმენტები, პუტინის გვერდზე პირველი ნოღაიდელი იდგა. ისტორიის ინტერპრეტაცია კი არ უნდა გავაკეთოთ, ფაქტებით უნდა ვისაუბროთ. ფაქტი კი არის ის, რომ დღეს ორი ადამიანი სინდისის პატიმარია, მძევლად აყვანილი და ამაში დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მზადაა ეროვნული ინტერესები, ისტორია, კულტურა გაყიდოს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. უნდა გვესმოდეს, რომ ვინც ძალაუფლებისთვის იბრძვის მხოლოდ და არა ხალხის ინტერესებისთვის, ის ამ ძალაუფლებას დაკარგავს“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამოკითხვა გასულ დღეებში შედგა. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხვის დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ "მედიისთვის კომენტარს მალე გააკეთებს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო