რუსული მედია - გროზნოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 „ბოევიკი“ და 3 სამართალდამცავი დაიღუპა

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 „ბოევიკის“ ლიკვიდაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შეიარაღებულ პირებს ჩაბარება შესთავაზეს, თუმცა მათ ცეცხლი გახსნეს. „სროლის შედეგად 4 „ბოევიკის“ ლიკვიდაცია განხორციელდა. სამწუხაროდ, 3 სამართალდამცავი დაიღუპა,“- ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელიც კომიტეტმა გროზნოში, ოკტიაბრსკის რაიონში, დღეს დილით დაიწყო, ამ დროისთვის დასრულებულია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა