გიგი უგულავა - საზოგადოებას უნდა ივანიშვილის წასვლა, მაგრამ არ უნდა სააკაშვილით ჩანაცვლება

ივანიშვილთან ერთად უნდა დამთავრდეს ერთპარტიული მმართველობა, ეს ქვეყანა არ უნდა ეკიდოს ერთ კაცზე და ჩვენ ვიბრძვით არა სახელების ჩანაცვლებისთვის, არამედ, რეალური გარდამტეხი ცვლილებებისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უგულავა აცხადებს, საზოგადოებას სურს 40%-ზე ნაკლები აიღოს ივანიშვილის „ოცნებამ“, დანარჩენი ოპოზიცია იყოს მემკვიდრე „ნაცმოძრაობის“ და ჩამოყალიბდეს კოალიციური მთავრობა სააკაშვილის პერსონალური მონაწილეობის გარეშე.

„მე რაც ვთქვი, არის აბსოლუტური სიმართლე და ვთვლი, რომ არჩევნების წინ ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ სრული სიმართლე. ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები და ისინი წუხილით კითხულობენ, რატომ არ არის ერთიანი კანდიდატი ან რატომ არის მარტო თბილისში და რატომ არა რეგიონებში? ოპოზიციური ელექტორატის იმედგაცრუებას ეს იწვევს. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ საზოგადოებას სრული სიმართლე სცოდნოდა, რომელსაც ვერ უარყოფს ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელი. ბევრი მათგანი წუხს კიდეც ამასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ბევრი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია და მათ გზა უნდა ვანახოთ, რა არის სწორი გზა, როდესაც ოპოზიცია ვერ შეჯერდა ერთიან კანდიდატზე ივანიშვილის არჩევნებით ჩამოშორების. სწორედ ეს არის, რომ პირველი - 40%-ზე ნაკლები აიღოს ივანიშვილის „ოცნებამ“, მეორე - დანარჩენი ოპოზიცია იყოს მემკვიდრე „ნაცმოძრაობის“ და მესამე - კოალიციური მთავრობა სააკაშვილის პერსონალური მონაწილეობის გარეშე. ეს სამი კომპონენტია ის, რაც საზოგადოებას უნდა. საზოგადოებას უნდა ივანიშვილის წასვლა, უნდა გარდამტეხი ცვლილებები, მაგრამ ეშინია იმ ფაქტორის, რომ არ უნდა სააკაშვილით ჩანაცვლება. ამიტომ კოალიცია არის ის, რასაც ხალხი უჭერს მხარს. ჩვენი მოქალაქეების 70% მხარს უჭერს მრავალპარტიულობას. ივანიშვილთან ერთად უნდა დამთავრდეს ერთპარტიული მმართველობა, ეს ქვეყანა არ უნდა ეკიდოს ერთ კაცზე და ჩვენ ვიბრძვით არა სახელების ჩანაცვლებისთვის, არამედ, რეალური გარდამტეხი ცვლილებებისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკური სიდუხჭირისგან გამოვიყვანოთ“, - განაცხადა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო