მამუკა ხაზარაძე - როგორც კი ჩვენ მოვალთ, შავი ჯიპების ეპოქა დამთავრდება

„ლელოს" ლიდერის და პრემიერობის კანდიდატის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მათი გუნდის მთავარი მიზანი საქართველოში ძლიერი საშუალო ფენის შექმნა და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანაა. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებში „ლელოს" გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში ძირეული რეფორმები გატარდება, მათ შორის „დასრულდება შავი ჯიპების ეპოქა".

„დღეს ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი კაბინეტი და ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებას ჩაიბარებენ. გუნდმა პრემიერობის კანდიდატის თანამდებობაზე თავის რჩეულად დამასახელა. ამას წინ უძღოდა საკმაოდ სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო. იცით, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი პარტიული ინფრასტრუქტურა შევქმენით. ჩვენ შევქმენით საკმაოდ სერიოზული პროგრამა, რომელსაც ეწოდება „ლელოს" ახალი „მარშალის გეგმა", საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, რომელშიც კონკრეტულად არის გაწერილი ქვეყნის ამ მდგომარეობიდან უსწრაფესად გამოყვანის გეგმა. კითხვაზე, თუ რას გავაკეთებთ პირველს, ეს იქნება სერიოზული სტაბილიზაციის შექმნა, რომ გავამყაროთ ჩვენი ეროვნული ვალუტა, შევუქმნათ ქართულ ბიზნესს უახლოეს პერიოდში ის გარემო, რომელიც მათ მისცემთ საშუალებას, რომ თავიანთი ბიზნესები გახსნან. უამრავი კომპანია ყოველდღიურად კოტრდება და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა,თუ როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენა შევქნათ. უახლოეს თვეებში ასევე იგეგმება მთელი დავალიანებების რესტრუქტურიზაცია",-განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ასევე დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა.

„აუცილებლად დავიწყებთ ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის მშენებლობას. ჩვენ სამეგრელოში ძლიერი მიზიდულობის ცენტრი უნდა შევქმნათ. უნდა დავიწყოთ ბიუროკრატიის რეფორმირება. მინდა განვაცხადო, რომ როგორც კი ჩვენ მოვალთ, შავი ჯიპების ეპოქა დამთავრდება",-აცხადებს ხაზარაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო