დავით სერგეენკო - ყველაზე სუსტი წერტილი ჩვენი ჯანდაცვის, ახლა არის მაღალი ფინანსური ბარიერი მედიკამენტებზე

ყველაზე სუსტი წერტილი ჩვენი ჯანდაცვის, ახლა არის მაღალი ფინანსური ბარიერი მედიკამენტებზე, იმ წამლებზე, რომელიც ადამიანმა არა ჰოსპიტალში ყოფნისას, არამედ ჩვეულებრივ ცხოვრებაში უნდა მიიღოს,- ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საბურთალოს ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სეერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არჩევის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სწორედ, მედიკამენტებზე ფინანსური ბარიერის დაწევა იქნება.

„ჯანდაცვის მიმართულება პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ იქნება, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩემთვის, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი. სხვა პრიორიტეტებიც მაქვს ჩამოყალიბებული. მაგრამ რადგან კითხვა ეხება ჯანდაცვას, გიპასუხებთ, რომ ყველაზე სუსტი წერტილი ჩვენი ჯანდაცვის, ახლა არის მაღალი ფინანსური ბარიერი მედიკამენტებზე, იმ წამლებზე, რომელიც ადამიანმა არა ჰოსპიტალში ყოფნისას, არამედ ბინაზე ყოფნისას, ჩვეულებრივ ცხოვრებაში უნდა მიიღოს და ეს არის ყველაზე უფრო შემაფერხებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ჯანდაცვაში განვითარდეს მისი მძლავრი ბერკეტები, როგორიც არის პირველადი ჯანდაცვა, პრევენცია, ადრეული დეტექცია. მრავალი საკითხიდან თუ მკითხავს ვინმე ერთ რომელიმეს თუ გამოვყოფ, ეს არის სწორედ მედიკამენტებზე ფინანსური ბარიერის დაწევა,“- განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე რატომ არ მოხდა მისი მინისტრობის პერიოდში ამ საკითხის წამოწევა, სერგეენკომ განმარტა, რომ მიუხედავად ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების გასამმაგებისა, ჯერჯერობით მაინც არ არის იმდენი ფინანსები, რომ საბაზისო მოთხოვნილებების უზრუნველყოფა მოხდეს.

„საქართველო გასაშუალებულად თავისი მსყიდველუნარიანობის კოეფიციენტზე გადათვლით, წელიწადში ერთ ადამიანზე ხარჯავს 250 დოლარის ექვივალენტს. აღმოსავლეთ ევროპა ხარჯავს 3-დან 5-მდე ათასამდე, დასავლეთ ევროპა - 8-დან 10 ათასამდე, აშშ - 18 ათას დოლარს წელიწადში ერთ ადამიანზე. ეს არის მიზეზი, რამაც შეგვიშალა ხელი, მიუხედავად გასამმაგებული ჯანდაცვის ბიუჯეტისა, რომ კარგად და ეფექტურად დაგვეფარა მედიკამენტების სეგმენტი. უფრო რომ გავამარტივო, გასამმაგების მიუხედავად, ჯერჯერობით ჯანდაცვაში არ არის იმდენი ფინანსები, რომ მთლიანად უზრუნველვყოთ საბაზო მოთხოვნები,- განაცხადა სერგეენკომ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს