ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია გამორჩეული ლიდერია და მისი მთავრობა იქნება გარანტია, რომ უახლოეს მომავალში დავძლევთ იმ პრობლემებს, რომელიც პანდემიამ გამოიწვია

ჩვენი საპარლამენტო სიის სათავეშია პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც არის გამორჩეული ლიდერი და მისი მთავრობა იქნება გარანტია იმისა, რომ უახლოეს მომავალში დავძლევთ იმ პრობლემებს, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, - ამის შესახებ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ანპინძაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ზურგს, ძალიან ძლიერი გუნდი უმაგრებს.

„დღეს, ჩვენ ვართ მიწაზე, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. ასპინძაში ცხოვრობენ მშრომელი ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოსგან მუდმივად გვერდში დგომა და ხელის გამართვა სჭირდებათ. ეს იქნება ჩვენი ამოცანა შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ამისათვის ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ძალიან მკაფიო პროგრამა, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას და ჩვენ გვაქვს ხედვა თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ასპინძის მუნიციპალიტეტი, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ მომავალში 4 წლის შემდეგ კიდევ უფრო განვითარებული ასპინძის მუნიციპალიტეტი ვიხილოთ.

ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ძლიერი საპარლამენტო გუნდი , სადაც არიან როგორც გამოცდილი, ასევე ახალი წევრები. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მაჟორიტარები და ამ თვალსაზრისით ეს ოლქი ნამდვილად გამორჩეულია, სადაც ამ კუთხის შვილი, ანტონ ობოლაშვილი წარდგენილია მაჟორიტარად. იგი მომდევნო 4 წლის განმავლობაში გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ განვითარდეს ასპინძის მუნიციპალიტეტი. მას უყვარს ეს რეგიონი, მას გული შესტკივა ამ რეგიონზე და ეს არის საუკეთესო საფუძველი და საწინდარი იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ ასპინძის მუნიციპალიტეტის განვითარებას. ერთად დგომით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას 31 ოქტომბერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა