„თიბისი“ სრულიად ახალ, გამოწერის ბიზნესმოდელზე გადავიდა

„თიბისი“ სრულიად ახალ, გამოწერის ბიზნესმოდელზე გადავიდა და მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული, საბანკო სერვისების და პროდუქტების სამი ტიპის ნაკრებიდან, მისთვის სასურველი აირჩიოს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, გამოწერის ბიზნესმოდელის დანერგვასთან ერთად, „თიბისიმ“ განახლებული დიზაინის, ვერტიკალური ვიზა გოლდ ბარათები გამოუშვა, რომლებსაც მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს.

„გთავაზობთ ინფორმაციას მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე:

რა არის გამოწერის ბიზნესმოდელი? გამოწერის ბიზნესმოდელი საბანკო სერვისების და პროდუქტების ერთობლიობაა, რომელიც მორგებულია მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე.

რას მოიცავს ნაკრები? თითოეული ნაკრები მოიცავს პირველადი, ხშირად მოხმარებადი და განმეორებადი ტიპის საჭიროებებს.

რამდენი ნაკრები არსებობს? არსებობს 3 ტიპის ნაკრები: 2₾; 5₾; 10₾.

რა განსხვავებაა ამ 3 ნაკრებს შორის? ყოველთვიური / ყოველწლიური საკომისიო; პროდუქტები; საბანკო სერვისების ტარიფები; რამდენი ბარათით შეუძლია მომხმარებელს ერთდროულად სარგებლობა? თითოეული ნაკრები ერთ ვიზა გოლდ ბარათს მოიცავს, რომელსაც მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს. ნაკრების გამოწერისას, მომხმარებელი მეორე ბარათს საჩუქრად მიიღებს; რამდენი ფერისაა განახლებული ბარათები? ვერტიკალური ფორმის, მინიმალისტური დიზაინის ბარათები 6 ფერისაა. ბარათების მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.

სასურველი ნაკრების გამოწერა ვებ-გვერდზე - www.tbccard.ge ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობითაა შესაძლებელი. ბარათების მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა