გედევან ფოფხაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინდა

„ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" ერთ-ერთი წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინდა და იმ ადამიანების მხოლოდ 2% დააკმაყოფილა, ვისაც 2012 წლამდე ქონება უკანონოდ ჩამოართვეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ პროკურატურას ოფიციალურად ვკითხეთ, მოეწოდებინა ინფორმაცია, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების თაობაზე. უწყებას 2012 წლიდან რამდენმა ადამიანმა მიმართა, მათგან რამდენს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა და რა იყო რეაგირება. ჩვენ პროკურატურისგან მივიღეთ პასუხი არა 2012 წლიდან, არამედ 2015 წლიდან შესული განცხადებების თაობაზე. არადა ჩვენთვის ცნობილია, რომ ყველაზე მეტი განცხადება სწორედ 2012 წლიდან- 2015 წლამდე შევიდა. თითქმის, 15 ათასი განცხადებაა შესული. პროკურატურის პასუხიდან ირკვევა, რომ 2015 წლიდან 10 ათასამდე განცხადებაა შესული. ჩვენი მონაცემებითა და ამ წერილით შეიძლება ვისაუბროთ 25 ათას განცხადებაზე, რის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართეს. უწყების ცნობით, რეალურად 497 შემთხვევაზე მოხდა რეაგირება, 379 ადამიანი კი დაზარალებულად აღიარეს. ეს არის 2% -ზე ნაკლები იმ განცხადებებიდან, 25 ათასი ადამიანიდან. ანუ 24500 ადამიანი აღმოჩნდა სახელმწიფოს მხრიდან იგნორირებული და უყუადღებოდ დატოვებული. ეს წერილი არის დასტური, რატომ უნდა ჩამოაშოროს ხალხმა "ქართული ოცნება" ხელისუფლებას", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს