გია ვოლსკი - პირველად ვნახე, ადვოკატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს

პირველად ვნახე, ადვოკატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის დაკავებული წევრების თაობაზე დასმულ კითხვას.

ვოლსკიმ განაცხადა ისიც, რომ “სამწუხაროა, ასეთ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთაც განსასჯელის სკამიდან, შესაძლოა სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ“.

“როდესაც სახელმწიფო მნიშვნელობის თემაა, არავის, მათ შორის არც პროკურატურას არა აქვს იმის უფლება , რომ საკითხის შესწავლა რაღაც პოლიტიკური მოსაზრებებით გადადოს. პირველად ვნახე, ადვოკატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან, მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს. ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება გამოწვეულია იმისგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია. სახელმწიფო საკუთარ თავსა და ინტერესებს უნდა იცავდეს და არა კონკრეტული ადამიანის ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. ეს არის აქსიომა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

იგი იმასაც ამბობს, რომ “მოხდა უბედურება, როცა საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ტელევიზიებით განაცხადეს, რომ დავით-გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და სულ ცოტა ხანში გაუქმდა კანონი, რომელიც სახელმწიფო ინტერესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობას კისრულობს“.

“ეს არის ფაქტი, რომელსაც უნდა პასუხობდეს იმ პერიოდის პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური ძალები“, - დასძინა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო