დავით უსუფაშვილი - „ლელო“ სწორი მიმართულებით მოატრიალებს საგარეო პოლიტიკას, რომ არ ვიყოთ უცხოეთში კინკლაობაში ჩართული, რითაც მსოფლიოში თავს ვიჭრით

"ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს საგარეო საკითხების მიმართულებით ბევრი პრობლემა აქვს და მათი მოგვარება "ლელოს" ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, რომელიც პარტიამ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, ქვეყანა ამ მიმართულებით საზღვარგარეთ ერთიან პოლიტიკას ვერ ატარებს და „კინკლაობითაა დაკავებული“.

„საგარეო მიმართულებით საქართველოს ძალიან დიდი პრობლემა აქვს, საგარეო საკითხები ხელისუფლებებს შიდაპარტიული პროცესების გაგრძელებად მიაჩნიათ. ქვეყანამ ვერ მოახერხა უცხოეთში სახელმწიფოს ერთიანი საგარეო პოლიტიკის გატარება. ჩვენ გვქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო პოლიტიკა, ახლა "ოცნების" საგარეო პოლიტიკა, საგარეო ფრონტზე ჩვენი დიპლომატები იძულებული არიან ხოლმე, რომ მეტი დრო დახარჯონ შიდა ოპონენტების საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებაზე უცხოეთში, ვიდრე ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და „ლელო“ ამას სწორი მიმართულებით მოატრიალებს, რომ საქართველოს ჰქონდეს სწორი სტრატეგიული მიმართულებები საგარეო პოლიტიკაში და არ ვიყოთ იმ ტიპის კინკლაობაში ჩართული უცხოეთში, რომელშიც ვართ, რითაც მთელ მსოფლიოში თავს ვიჭრით“, - აცხადებს უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერები დაასახელა.

მისი განცხადებით, ეკა ქვლივიძე გაუძღვება თავდაცვის მიმართულებას, ბადრი ჯაფარიძე - ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსურ მიმართულებას, გიგლა მიქაუტაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ანა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს იუსტიციის საქმეებს და სასამართლოს მიმართულებას, ლევან კობერიძე ჩაიბარებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, სოციალური დაცვის, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას, ფიქრია ჩიხრაძე - განათლების, მეცნიერების და სპორტის მიმართულებას, კახა კოჟორიძე - შინაგანი საქმეებისა და სამართალდამცავი სისტემების მიმართულებას, ნიკა შურღაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მიმართულებას, დავით უსუფაშვილი საგარეო საქმეებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებას უხელმძღვანელებს, სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს შერიგების მიმართულებას, კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს მედეა მეტრეველი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო