სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების  ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმად, დღეს აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

„2020 წლის 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364- დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 78 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.061 პროცენტით, მაქსიმალური 8.150 %პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.123 პროცენტით განისაზღვრა",-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს