ზურა ჯაფარიძე - საარჩევნო კომისიის წევრმა, რომელიც ამომრჩეველს ტემპერატურას გაუზომავს, ეს ხმამაღლა უნდა გამოაცხადოს და ამომრჩეველს უბანზე საკუთარი თერმომეტრით მისვლა უნდა აეკრძალოს

კორონას პანდემიამ თავისი გავლენა იქონია. ჩემი პარტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საზოგადოების დაცვის მიზნით სამპუნქტიან გეგმას სთავაზობს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ მხრივ კონკრეტული პროცესები დასახვეწია და საარჩევნო კომისიის წევრმა, რომელიც იქნება რიგის მარეგულირებელი, ყოველ ჯერზე როცა გაუზომავს ამომრჩეველს სიცხეს მისი სხეულის ტემპერატურა ხმამაღლა უნდა გამოაცხადოს.

"კორონას პანდემიამ თავისი გავლენა იქონია. ამომრჩევლები ვალდებული არიან ჰქონდეთ პირბადე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცედურები არის დასახვეწი. კერძოდ, ამომრჩევლის მუდმივი ინფორმირებისთვის და საზოგადოების მუდმივი წესების დაცვისთვის, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, შემდეგი სამი პროცესის ჩატარება: პირველი, საარჩევნო კომისიის წევრმა, რომელიც იქნება რიგის მარეგულირებელი, ყოველ ჯერზე, როცა გაუზომავს ტემპერატურას ამომრჩეველს მისი სხეულის ტემპერატურა უნდა გამოაცხადოს ხმამაღლა. მეორე, როდესაც ჩაატარებს თერმოსკრინინგს ამომრჩეველს უნდა აჩვენოს მისი სხეულის ტემპერატურა, მესამე, ამომრჩეველს უნდა აეკრძალოს საარჩევნო უბანზე საკუთარი თერმომეტრით მისვლა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ცენტრალულმა საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინოს ეს მოთხოვნები და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო