სერგი კაპანაძე - გიგი უგულავას გზავნილი იყო ის, რომ მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა, მაგრამ თუ სააკაშვილი მას ეხმარება პროპაგანდით, ისიც მიიღებს შესაბამის პასუხს

გიგი უგულავას გზავნილი იყო ის, რომ მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა, მაგრამ თუ სააკაშვილი მას ეხმარება პროპაგანდით, რომ მხოლოდ ის არის ალტერნატივა, მაშინ ისიც მიიღებს შესაბამის პასუხს, -ასე განმარტავს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მათივე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას იმ განცხადების შინაარსს, რომლის მიხედვითაც, უგულავა ამბობს, რომ გამოსავალია:მუშტი ბიძინას და იდაყვი მიშას".

სერგი კაპანაძის განმარტებით, უგულავას ეს გზავნილი „ივანიშვილს ხელს არ უწყობს".

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო სტრატეგიაა ვისაუბროთ იმაზე, რა ტიპის გარდამტეხი ცვლილებები უნდა მოხდეს ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, როგორ უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება და ხალხისთვის მეტი ფულის დატოვება, ეკონომიკის ფეხზე დაყენება, სიღარიბის დაძლევა და ა.შ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არასწორად წარმოჩენილ რეალობას, რომელიც ილუზიაა, შევეწინააღმდეგოთ. ეს იყო სწორედ გიგი უგულავას გზავნილიც, რომ მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა, მაგრამ თუ სააკაშვილი მას ეხმარება პროპაგანდით, რომ მხოლოდ ის არის ალტერნატივა, მაშინ ისიც მიიღებს შესაბამის პასუხს. რაც შეეხება იმას, ეს გზავნილი უწყობს თუ არა ხელს ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არა. ივანიშვილის პროპაგანდას პირიქით ეხმარება გზავნილი, რომ მისი ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილი. მესმის, რომ შესაძლოა, ბევრს არ მოეწონა ფორმა, როგორითაც ეს იყო ნათქვამი, მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილი არ უნდა დაგვავიწყდეს - გარდამტეხი ცვლილებები და იმ ილუზიის დანგრევა,რომლის შექმნას ცდილობს როგორც სააკაშვილი, ისე ივანიშვილი, რომ მხოლოდ ისინი არიან ალტერნატივა", - განაცხადა კაპანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო