“ენერგო-პრო ჯორჯია” კვლავ მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების ათეულშია

საქსტატის მონაცემებით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი კომპანიაა საქართველოში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, დასაქმებულები არიან როგორც სათაო ოფისში, თბილისში მცხოვრები მოსახლეობა, ასევე რეგიონალურ ფილიალებში თუ მომსახურების ცენტრებში - ადგილობრივი მცხოვრებლები.

„2007 წლიდან, მას შემდეგ რაც ჩეხური ენერგო-პრო შემოვიდა საქართველოში, თითქმის ყველა წელს ხვდება კომპანია მსხვილ დამსაქმებელთა ტოპ ათეულში. დასაქმების სპეციალურად შემოშავებული პროცედურა საკმაოდ ეფექტურად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს კომპანიაში. ვცდილობთ ახალგაზრდები დავაინტერესოთ ენერგეტიკის დარგით და პროფესიონალების ახალი თაობა შევძინოთ ქვეყანას. ამ მიზნით მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლთან, კომპანიაში მომუშავე ძელ პროფესიონალ ენერგეტიკოსებს კი შევუქმნათ მუშაობის ეფექტური პირობები. ჩვენ ვართ ევროკავშირი ქვეყნის წარმომადგენელი კომპანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს ადამიანების დასაქმებაზე“, - განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ და შპს ,,ჯიფაუერი“ ჩეხური ენერგო-პრო ჯგუფის ის კომპანიებია, რომელებიც ჯამში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს საქართველოში. ამჟამად კომპანიებში 6 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.

მსხვილ დამსაქმებელთა კომპანიების ტოპ ათეული, საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, www.bpn.ge გამოაქვეყნა. https://www.bpn.ge/article/74293-vin-asakmebs-qvelaze-met-adamians-sakartveloshi-top-10-kompania

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს