კახა კალაძე გამოძიების დასრულებამდე დავით დარეჯის საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში „ბევრი საინტერესო ფაქტი გამოიკვეთება“

თბილისის მერი კახა კალაძე გამოძიების დასრულებამდე დავით დარეჯის საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში ბევრი საინტერესო ფაქტი გამოიკვეთება.

„რაც შეეხება დავით გარეჯის თემას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მნიშვნელოვანია დაველოდოთ გამოძიებას, ბევრი საინტერესო ფაქტი გამოიკვეთება, შესაბამისად, ვაცადოთ გამოძიებას. მესმის, რომ ბევრი კითხვა არსებობს ჟურნალისტების, საზოგადოების მხრიდან, ამიტომ, დაველოდოთ გამოძიებას და ყველაფერი ცხადი იქნება“,-განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ის ოპოზიციის მოსაზრებას, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად ხდება, კალაძემ უპასუხა, რომ ეს თემა „საინტერესო არ არის“.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გუსლიხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა