მინსკში, პოლიციის შენობის ტერიტორიაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს

მინსკში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილების ეზოში სამი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი დღეს დილით, 5:00 საათზე მოხდა. ერთ-ერთი ბოთლი პოლიციის ავტობუსს მოხვდა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არეულობა და მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. სამართალდამცავებმა მშვიდობიანი მომიტინგეები ძალის გამოყენებით არაერთხელ დაშალეს. აქციების დაწყების დროიდან ათასობით ადამიანია დაკავებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა