კახა კალაძე - წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც ადამიანები განსხვავებული აზრის გამო იდევნებოდნენ

დღეს ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო, ადამიანები არ იდევნებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ქსნის საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა წლები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანები ან მათი ოჯახის წევრები იდევნებოდნენ.

„არ ვიცი რაზე საუბრობთ. ზოგადად, ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო, ადამიანები ან მათი ოჯახის წევრები იდევნებოდნენ. ადრე თუ ადამიანი სხვა პოლიტიკურ გუნდს უჭერდა მხარს, ის ვერც ერთ საჯარო სამსახურში მუშაობას ვერ დაიწყებდა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. დღეს ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ იდევნებიან“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი, დოდო ჭოტორლიშვილი სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს. მისი შვილი, ბექა ლელუაშვილი მომხდარს პოლიტიკურ შეხედულებას უკავშირებს და აცხადებს, რომ გათავისუფლების შემდეგ, დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა