ნიკოლოზ სამხარაძე - არ მგონია, რომ კრემლის ინტერესში იყოს ჩვენს სასარგებლოდ რაიმე ნაბიჯის გადადგმა - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობაა

ვერ ვხედავ კრემლის ვერანაირ ინტერესს,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტების კითხვას, ხედავს თუ არა ის დავით გარეჯის საქმეში კრემლის ინტერესს.

მისივე განმარტებით, დავით გარეჯის საკითხით ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას ჩრდილი არ ადგება.

"2014 წელს ამ რუკის არსებობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას არ ჰქონდა. ის, რაც ღარიბაშვილს მიუტანეს, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო, არ იყო ავთენტური რუკა. ეს იყო შეკოწიწებული რუკა, იმიტომ, რომ ზუსტად ეს არის მთავარი კითხვა, თუ ეს რუკა საქართველოში არსებობდა და თუ ეს რუკა ჩვენ გვქონდა 2014 წელს, მაშინ რატომ არ გამოჩნდა ეს რუკა. ინტერნეტსივრცეში მოძიებული რუკა ვერ იქნება სახელმწიფოებს შორის საზღვრის დელიმიტაციისთვის გამოსაყენებელი. ამას თავისი პროცედურები აქვს. ვერ ვხედავ კრემლის ვერანაირ ინტერესს. მე, არ მგონია, რომ კრემლის ინტერესში იყოს საქართველოს სასარგებლოდ რაიმე ნაბიჯის გადადგმა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის სტრატეგიული პარტნიორობა. შესაბამისად, ეს საქართველოს შიდასაკითხია და ამით არანაირი ჩრდილი მიადგება ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას და კეთილმეზობლობას. ჩვენთვის მთავარი და კარგი ამბავია ის, რომ გამოჩნდა რუკა, რომლის შესახებაც 1996 წლის პტოტოკოლშია ნახსენები და ამ რუკის თანახმად, ის მონაკვეთი, რომელიც ეხება დავით გარეჯის კელიებს, საქართველოს შემადგენლობაშია. ეს არის კარგი ამბავი და მე მგონი, ამის ზედმეტად გაშლა და პოლიტიზება საჭირო არ არის", - განაცხადა სამხარაძემ.

მისი თქმით, საქართველო კონკეტულ ტერიტორიებზე არ დაობს.

"ჩვენ არ ვდაობთ კონკრეტულ ტერიტორიებზე, ეს არის პროცესი, რომელიც უკვე 26 წელია მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ვფიქობთ, ამ საკითხების მოგვარება კეთილმეზობლურად შეიძლება",- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დავით გარეჯის საკითხზე პოლიტიზაცია დაიწყო მაშინ, როცა რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა ამ საკითხის წინასაარჩევნო კამპანიასთან მიბმა სცადეს.

"შესაბამისად, ეს პოლიტიზაცია შემდეგ უკვე მთელ პოლიტიკურ სპექტრს მოედო", - განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, გარეჯის საკითხის ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირება სპეკულაციაა. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ის რომ 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იმყოფებოდა ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველო არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა.

სამხარაძის თქმით, აზერბაიჯანელ დიპლომატს ამ ვიზიტის ფარგლებში გარეჯის შესახებ ინფორმაცია ქართველი კოლეგისგან მიეწოდა.

"გარეჯთან დაკავშირებული ახალი გარემოებების შესახებ მას ინფორმაცია მიეწოდა თავის ქართველი კოლეგის მხრიდან. ხოლო, ყარაბახში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. შესაბამისად, 24 სექტემბერს ქართულ მხარეს ვერანაირად ეცოდინებოდა, რომ 27 სექტემბერს განახლებული საომარი მოქმედებები იქნებოდა ყარაბაღში. ამიტომ, ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან დაკავშირება სპეკულაციაა", - განაცხადა სამხარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა