„თეგეტა მოტორსი“ და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივის ფარგლებში აქტივობებს გეგმავენ

თეგეტა მოტორსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, რის ფარგლებშიც იგეგმება თანამშრომლობა კიბერ უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა წამყვანი ტექნოლოგიების დანერგვა თუ ხელშეწყობა ბიზნეს პროცესების გაციფრულების მიზნით.

თეგეტა მოტორსის ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა ეხმიანება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივა 5.0-ის ფარგლებში დაანონსებულ მიზნებს, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, რეგიონში ციფრული დომინირების მოპოვებასა და ტექნოლოგიების მოწინავე სექტორებში ინტეგრირების სტიმულირებას გულისხმობს.

თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდება ჰაკათონი, თემაზე - კიბერუსაფრთხოება. გამარჯვებული სტუდენტები კი „თეგეტა ჰოლდინგში“ დასაქმდებიან. სტუდენტებს საშუალება ექნებათ წინასწარ მოცემული კიბერსავარჯიშოები ამოხსნან და შემდგომში „თეგეტა ჰოლდინგში“ დასაქმდნენ.

„თეგეტა მოტორსი“ ლიდერია ავტოინდუსტრიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებაში აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზრდები. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ „თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდში ინოვაციური და საინტერესო იდეების მქონე ახალგაზრდები შემოვიერთოთ და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებას,“ - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“

აღნიშნული პარტნიორობა, თეგეტა მოტორსის კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც 2020 წელს ოთხი მიმართულებით იწყებს მუშაობას: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო