ნათია თურნავა - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და საფეიქრო ნაწარმის ქართველმა მწარმოებლებმა შეძლეს და გლობალურ კონკურენციაში უცხოელ კონკურენტებს აჯობეს

ექსპორტის ზრდაში, რასაც ჩვენ ბოლო თვეებში ვადევნებთ თვალს, აქტიურად მონაწილეობს და დიდი წვლილი აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, აგრეთვე საფეიქრო ნაწარმს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის იმ მნიშვნელოვანი დახმარებისა და პროგრამების გამოძახილი, რომელთაც საქართველოს მთავრობა როგორც ფერმერების, ასევე სხვადასხვა სამრეწველო დარგების, მათ შორის, საფეიქრო ინდუსტრიის მიმართ ახორციელებს. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ეს არის იმის შედეგიც, რომ მთავრობამ, პანდემიის პირველივე დღეებიდან, ვირუსის გავრცელების პროცესზე კონტროლი დაამყარა და ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დარგების დიდი ნაწილის - მათ შორის, აგროსექტორისა და საფეიქრო წარმოების მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

„აღნიშნულ ვითარებაში ჩვენმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ დაიკავა სხვა ქვეყნების ნიშა საგარეო ბაზრებზე და ამ თვალსაზრისით აჯობა კონკურენტებს. ექსპორტის ზრდაში საფეიქრო ნაწარმიც დიდ წვლილს იკავებს. ესეც ზუსტად იმის შედეგია, რომ ჩვენ შევძელით და ვამუშავეთ ჩვენი საფეიქრო ინდუსტრია ყველაზე რთულ, საგანგებო ვითარების პირობებშიც კი. მათ შეძლეს და აჯობეს გლობალურ კონკურენტებს და მოიპოვეს ახალი კონტრაქტები და ახლა ჩვენ დადებით შედეგებს ვიმკით გაზრდილი ექსპორტის სახით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა