რომან გოცირიძე - მთლად რომ გადაირიოს მთელი ოპოზიცია და ეს 20 დღე ერთმანეთთან კინკლაობაში გაატაროს, „ქართულ ოცნებას" მაინც არაფერი უშველის

მთლად რომ გადაირიოს მთელი ოპოზიცია და ეს 20 დღე ერთმანეთთან კინკლაობაში გაატაროს, „ქართულ ოცნებას" მაინც არაფერი უშველის, მაინც მიდის ისტორიულ მოუსავლეთში,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, „ნაციონალური მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს" შორის დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი და ოპოზიციურ სპექტში კინკლაობა სწორი არ იქნება.

„არჩევნებამდე 20 დღით ადრე სასურველია არ იყოს ოპოზიციურ ფლანგზე კინკლაობა ან ისეთი ქმედებები, რომელიც ამომრჩევლის მიერ შეფასებული იყოს როგორც დაპირისპირება და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულაცრუება. იცვლება ხელისუფლება, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვითანამშრომლოთ და მას შემდეგ, რაც დამთავრდება არჩევნები, მოგვიწევს თანამშრომლობა აქ, ამ პარლამენტში და ფაქტობრივად ახალი კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება. „ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ განაცხადა, რომ არ შედის დავაში და დებატებში ოპოზიციასთან, ვინაიდან ამან შეიძლება გარკვეულწილად დაასხას წყალი „ქართული ოცნების" წისქვილზე, მაგრამ „ქართულ ოცნებას" მაინც არაფერი უშველის, "- განაცხადა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს