რამზან კადიროვი - ჩეჩნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები სირიიდან ტერაქტების მოსაწყობად ჩამოვიდნენ

გროზნოში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ტერორისტები ჩეჩნეთში სირიიდან ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

"ბოლო პერიოდში ყველა ეს „შაითანი“ რუსეთიდან გაქცეული იყო და სირიასა და სხვა ქვეყნებში იმალებოდა. ახლა კი, თავიანთი დასავლელი სპონსორებიდან მიღებული დაკვეთის შემდეგ, ისინი დაბრუნდნენ და გადაწყვიტეს ტერაქტების სერია მოეწყოთ,“- განაცხადა კადიროვმა.

მან ლიკვიდირებული პირების შესახებ ინფორმაციაც გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ეროვნული ანტიტერორისტულმა სამსახურმა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში სპეცოპერაცია ჩაატარა და 4 „ბოევიკის“ ლიკვიდაცია განახორციელა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა