შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე სხვა ეპიზოდზე ბრალდებული 4 პირიდან ჩვენება მხოლოდ ვახტანგ ჩიქოვანმა მისცა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე სხვა ეპიზოდზე ბრალდებული 4 პირიდან ჩვენება მხოლოდ ვახტანგ ჩიქოვანმა მისცა. მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოძახებული იყვნენ ირაკლი მუმლაძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე და თენგო ბარბაქაძე.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ნ.ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, ვახტანგ ჩიქოვანმა დეტალურად ისაუბრა მცხეთის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე. ბერიანიძის თქმითვე, ჩიქოვანმა განმარტა, რომ გური ამირხანაშვილი "ტოიოტა ქამრიში" საკუთარი სურვილით მას შემდეგ ჩაჯდა, რაც თბილისში წამოყვანა შესთავაზეს.

"მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირ ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია და ამ გარემოებების გარშემო ისაუბრა და დეტალური ჩვენება მისცა, მათ შორის ბრალდების მხარის კითხვებზე უპასუხა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები აგარაკიდან წამოსვლის შემდეგ, ვისთან ჰქონდა მას კომუნიკაცია, ასევე ისაუბრა ხიდთან განვითარებულ მოვლენებზე. მოწმემ განმარტა რომ გური ამირხანაშვილს წამოყვანა შესთავაზეს, რადგან მარტო იყო, ამასთან, პანდემიის გამო გადაადგილება შეზღუდული იყო და წამოყვანა შესთავაზეს, რაზეც დათანხმდა, საკუთარი სურვილით ჩაჯდა მანქანაში", - აცხადებს ბერიანიძე.

კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა გურამ ამირხანაშვილს მისი მეგობრების მოძებნა, ადვოკატი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით ვახტანგ ჩიქოვანმა გარკვეული სახის ინფორმაცია გააჟღერა, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ბერიანიძე საჯაროდ არ საუბრობს.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს და მათ შორის, ვასილ მახარაძეს, როგორც ბერიანიძე განმარტავს, მახარაძე გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას სრულად ეთანხმება და მან სასამართლოზე განაცხადა, რომ ჩვენებას საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მისცემს. ბერიანიძის თქმითვე, დანარჩენმა ბრალდებულებმაც იგივე პოზიცია გამოხატეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა