პოლონეთის პრემიერ-მინისტრი კარანტინში იმყოფება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი კარანტინში გადავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.

როგორც მორავეცკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მთავრობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქცონიერებას.

„ახლახანს შევიტყვე, რომ გასულ პარასკევს კონტაქტი მქონდა პირთან, რომელსაც კორონავირუსზე დადებითი პასუხი აქვს. სანიტარული ნორმებიდან გამომდინარე, მე კარანტინში გადავდივარ. მთავრობა ჩვეულებრივ რიტმში განაგრძობს მუშაობას. მთავრობის შეხვედრები ვიდეო კონფერენციების ფორმატში ჩატარდება“, - განაცხადა მორავეცკიმ. მან პოლონელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული ზომები დაიცვან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა