შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნ.ქ.-ს ადვოკატის ინფორმაციით, ვახტანგ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ  ამირხანაშვილს მისი მეგობრების მოძებნა შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნ.ქ.-ს ადვოკატის დალი იმნაიშვილის განცხადებით, ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლოში განაცხადა, რომ გურამ ამირხანაშვილს მისი მეგობრების მოძებნა შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა. ადვოკატის თქმითვე, ჩიქოვანის განცხადებით, თუკი ამირხანაშვილი აღნიშნულ შეთავაზებაზე უარს არ იტყოდა, გიორგი შაქარაშვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

"ვახტანგ ჩიქოვანმა განმარტა რა მოხდა იმ დღეს, როგორ მიაყენეს მას დაზიანება, როგორ გახდა ცუდად ხიდზე, როგორ გაიძრო თავის ჩასაცმელი და შეიხვია თავი. მან ასევე განმარტა, რომ ის შეხვდა სხვა პიროვნებას, ეს გახლავთ ამირხანაშვილი. ჩიქოვანის განმარტებით, ამირხანაშვილს არ ჰქონდა ფული საერთოდ და შესთავაზეს, რომ ისინი მიიყვანდნენ თბილისამდე. ამირხანაშვილი დაეთანხმა, რომ თბილისამდე წაყოლოდა. ჩიქოვანმა ასევე თქვა, რომ ამირხანაშვილმა შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვა თავისი მეგობრები. მან აქცენტი გააკეთა აწ გარდაცვლილ შაქარაშვილზე და დასანანად თქვა ის ფაქტი, რომ ამირხანაშვილს რომ მიეცა საშუალება იმისა, რომ მოეძებნათ შაქარაშვილი, დღეს ის ცოცხალი იქნებოდაო, მაგრამ მან არ გამოიჩინა ინიციატივა და ასე გამოდის, რომ უარი თქვაო. ჩიქოვანმა განმარტა, რომ ყოველგვარი ძალდატანების, ემოციური თუ ფსიქოლოგიური ძალდატანების გარეშე მიიყვანეს დიდუბეში. ჩიქოვანს არ უთქვამს ვინ დაარტყა, ვინ მიაყენა მას დაზიანებები ა.შ.", - განაცხადა იმნაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო