ნინო ბურჯანაძე გია ვოლსკის -  თქვენ ის ვოლსკი ხომ არ ბრძანდებით, ძლივს რომ მელაპარაკებოდით?

,,რა თქმა უნდა, არ მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ სისხლის სამართლის კოდექსი, რომელზეც თქვენ ასე ბინძურად ცრუობთ", - ასე პასუხობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს გია ვოლსკის. „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გია ვოლსკიმ სისხლის სამართლის კოდექსში ღალატის მუხლის შეცვლაში ღიად დაადანაშაულა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანახემ გია ვოლსკის ბრალდებას ხაშურიდან უპასუხა , სადაც ის საარჩევნო შეხვედრებს მართავს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სამშობლოს ღალატი სწორედ ისაა, რასაც ახლა "ქართული ოცნება" აკეთებს .

„ბატონო გია, თქვენ ის ვოლსკი ხომ არ ბრძანდებით ნინო ბურჯანაძეს ძლივს რომ ელაპარაკებოდით, აზრი რომ ვერ გამოგქონდათ იმდენად ღელავდით. სწორედ ის ნინო ბურჯანაძე გპასუხობთ ახლა. რა თქმა უნდა, არ მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ სისხლის სამართლის კოდექსი, რომელზეც თქვენ ასე ბინძურად ცრუობთ, რადგან არაფერი არ გაუქმებულა, არცერთი მუხლი არ ამოღებულა, ჩამონათვალი იქნა მხოლოდ, სადაც მუხლების სახელწოდებები იყო დასახელებული და მუხლები დარჩა.

ღალატი სწორედ ისაა, ბატონო გია, რასაც თქვენ ამბობთ , რომ თურმე ოპოზიცია და არასამთავრობოები ამბობენ, რომ დავით გარეჯი არის აზერბაიჯანის ტერიტორია. არავის ეს არ უთქვამს, დავით გარეჯი ჩვენი მიწაა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია