„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-სა და ცენტრ „ემპათიას“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-სა და ცენტრ „ემპათიას“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას „სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმის თანახმად, "სამოქალაქო პლატფორმა 20/20" განახორციელებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და დოკუმენტირებას 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს. "სამოქალაქო პლატფორმა 20/20" გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ფაქტების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენაზე ზემოქმედების და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ცენტრ „ემპათიას“ გადასცემს.

ცენტრი „ემპათია“, თავის მხრივ, განახორციელებს მიღებული ინფორმაციის ანალიზს, სამართლებრივ რეაგირებას და სამედიცინო დახმარებას პოტენციურ მხვერპლთათვის.

მათივე ინფორმაციით, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკო-ს მიერ რეგისტრირებულია, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა