"ბიბლუსში" წიგნების მინიმუმ 15-ლარიან შენაძენზე მომხმარებელი საჩუქრად "ვეფხისტყაოსანს" მიიღებს

15-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, "ბიბლუსის" ყველა ფილიალში იმოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" წიგნების მინიმუმ 15-ლარიან შენაძენზე მკითხველი საჩუქრად მიიღებს "ვეფხისტყაოსანს".

"31 ოქტომბერი გამომცემლობა "პალიტრა L-ის" დაბადების დღეა. გადავწყვიტეთ, 15 წლის იუბილე მკითხველთან ერთად აღვნიშნოთ და მთელი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სიურპრიზი შევთავაზოთ მათ. დავიწყეთ აქციით "1+1", რომლის ფარგლებშიც, სე­რი­ე­ბი­დან "იკი­თხე ქარ­თუ­ლი", "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე", "ტოპ ტრი­ლე­რი", "დის­ნეი" 15-ლა­რი­ან შე­ნა­ძენ­ზე მკი­თხვე­ლი მე­ო­რე 15-ლა­რი­ან წიგნს იმა­ვე სე­რი­ე­ბი­დან სა­ჩუქ­რად იღებდა. ამჯერად, მინიმუმ 15-ლარიან შენაძენზე საჩუქრად ვთავაზობთ ქართული ლიტერატურის მთავარ წიგნს - "ვეფხისტყაოსანს", - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალირტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

მომ­დევ­ნო აქ­ცი­ე­ბი­სა და მკი­თხვე­ლი­სათ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სდე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბის "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს