შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წევრი კომპანიებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) საქართველოს პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ახლად განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს მართავს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, შეხვედრების ფარგლებში ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ნოდია და იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი, აღმასრულებელ გუნდთან ერთად, წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად აცნობენ შრომის კანონმდებლობაში ასახულ ცვლილებებს.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, ისეთი საკითხები, როგორიცაა დისკრიმინაციის ახლებური მოწესრიგების წესი, სტაჟირებისთვის ნორმატიული ჩარჩოს შექმნა, სამუშაო დროის უფრო მკაცრი და დეტალიზებული რეგულირების საკითხი, ისევე როგორც აღსრულების მექანიზმი, მათ შორის - შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი, დამსაქმებლის ინსპექტირებისა და სანქცირების წესი.

„შრომის კანონმდებლობაში ასახული ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოხდეს ჩვენი წევრი კომპანიების ადაპტირება აღნიშნულ ცვლილებებთან და ჰარმონიული გადასვლა ახალ კანონმდებლობაზე. ამისათვის მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საინფორმაციო შეხვედრების გამართვა ჩვენს წევრ კომპანიებთან, რომელსაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ვახორციელებთ. ვიაზრებთ რა, რომ თუკი არ მოხდება წევრი კომპანიების დროული ინფორმირება, მათ მომდევნო წლიდან შესაძლოა ოპერირების დროს პრობლემები შეექმნეთ“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შრომის კანონმდებლობაში ასახულ ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები რამდენიმე ეტაპად, მიმდინარე თვის ბოლომდე გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა