სხვადასხვა სამუშაოს გამო, 15 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 15 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 -დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, გურიელის, თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძისა და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 -დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, პეტრიწის (ნაწილობრივ) და დელისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 -დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ) და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოსა და დიდუბის რაიონების ქსელში გადართვების გამო, 00:00 -დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის მასივის I, II, IV, V, VI კვარტლის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, სარაჯიშვილის, იასამნის, გოთუასა და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 -დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მცხეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.12:00 -დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.13:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟვანიას (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 -დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-2 IIIა მიკრორიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I, III, IIIა მიკრორაიონებისა და რაფიელ დვალის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორისა და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 -დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონისა და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!