თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საწოლფონდის პრობლემა არ დგას და ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება, ვისაც შესაბამისი ჩვენებები აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საწოლფონდის პრობლემა არ დგას და ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება, ვისაც შესაბამისი ჩვენებები აქვს.

მისივე თქმით, აჭარაში ყოველთვისაა რამდენიმე ათეული თავისუფალი ადგილი.

„ამჟამად საწოლფონდის პრობლემა არ დგას. რამდენადაც ვიცით, ხერხდება პრაქტიკულად ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, ვისაც ამის ჩვენება აქვს. გარდა იმ 2-3 კვირის შეფერხებისა, რომელიც აჭარაში სექტემბრის შუა რიცხვებში იყო, მას შემდეგ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება და ჰოსპიტალიზაცია ვერ მოხერხდა. პირიქით, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, აჭარაში ყოველთვისაა რეზერვი რამდენიმე ათეული თავისუფალი ადგილის და ახლა დღის წესრიგში ახალი კოვიდ კლინიკების შექმნა დგას“,-აღნიშნა ცერცვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს