თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სომხეთთან კორონავირუსთან დაკავშირებით დახმარებაზე კონსულტაციები აღარ მიმდინარეობს, რადგან მათ ისურვეს, კონსულტაციები რუსეთისგან მიიღონ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სომხეთთან კორონავირუსის მიმართულებით დახმარების ნაწილში კონსულტაციები აღარ მიმდინარეობს.

კითხვაზე, გრძელდება თუ არა სომხეთთან დახმარების ნაწილში კონსულტაციები, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ სომხეთმა ისურვა, რომ კონსულტაციები რუსეთისგან მიიღოს.

„არ გრძელდება, მათ ძირითადად, ასე ვთქვათ, ისურვეს, რომ ასეთი კონსულტაციები მათ რუსეთმა ჩაუტაროს“,-აღნიშნა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და სომხეთს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაეხმარებოდა საქართველო სომხეთს კორონავირუსის ინფექციის მართვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა