თენგიზ ცერცვაძე - „რემდესივირი“ სავარაუდოდ, 25 ოქტომბრისთვის შემოვა და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტს ყველა მძიმე ავადმყოფისათვის გამოიყენებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენება საქართველოში სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება.

ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, პრეპარატი საქართველოში 25 ოქტომბრისთვის შემოვა.

„ „რემდესივირზე“ საქმე მიდის ძალიან სწრაფი ტემპით წინ. სავარაუდოდ, იქნება 25 რიცხვისთვის, თუ უფრო ადრე არა და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ამერიკის და ზოგიერთი წამყვანი რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, რომელიც ამ მედიკამენტს გამოიყენებს ყველა მძიმე ავადმყოფისათვის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა