ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ალიევსა და ფაშინიანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების  შესრულებისკენ მოუწოდებენ

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს, რეგიონში კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები (იგორ პოპოვი რუსეთის ფედერაციიდან, სტეფანი ვისკონტი საფრანგეთიდან და ენდრიუ შოფერი ამერიკის შეერთებული შტატებიდან) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მთიან ყარაბაღში მიმდინარე ძალადობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

„თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ - მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მხარეთა ვალდებულებების სრულად შესასრულებლად, მოსკოვის 10 ოქტომბრის განცხადების თანახმად, რეგიონისთვის კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად.

თანათავმჯდომარეები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი დაუშვებელია ნებისმიერ ვითარებაში. თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ განახორციელონ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა სამხედრო ტყვეების, დაპატიმრებულებისა და გარდაცვლილთა ნეშტების დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით და მხარეებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შემოწმების მექანიზმზე,“- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა