გლდანის ხევის N6–6ა კორპუსებთან წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაო ხორციელდება. მათ შორის, გლდანის ხევის N6–6ა კორპუსებთან წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები ორივე კორპუსის ყველა სადარბაზოში განხორციელდება. ახალი ქსელი დაახლოებით, 530 გრძივ მეტრზე მოეწყობა და გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 115 000 ლარი დაიხარჯება.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, პროექტი გამგეობის მხრიდან 100 %-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, სამუშაოების ხუთ პროცენტს საკუთარ ანგარიშზე ათავსებს, რასაც საკუთარი ამხანაგობის კეთილდღეობას მოახმარს.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს