ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის 8 ეპიზოდის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის 8 ეპიზოდის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს - მ.კ-ს და ი.ზ-ს ბრალდება წარუდგინა და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ.კ. და ი.ზ. 2016-2018 წლებში, ქ.თბილისში, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თითქოსდა დევნილთა სამინისტროდან ბინების მიღების სანაცვლოდ, მოტყუებით დაეუფლნენ 8 დაზარალებულის, ჯამში 85 213 ლარს.

მ.კ.-ს და ი.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვა მნიშვნელოვანი და დიდი ოდენობით ზიანი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა