კარლ ჰარცელი - დავით გარეჯის საქმე ძალიან სენსიტიურია როგორც საგარეო, ისე საშინაო კუთხით - პროცესი დიდი სიფრთხილით, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს

დავით გარეჯის საქმე ძალიან სენსიტიურია როგორც საგარეო, ისე საშინაო კუთხით - პროცესი დიდი სიფრთხილით, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დავით გარეჯის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასმული კითხვები გასაგებია, იმის გამოც, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია.

"ამჟამად ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ამას ისეთივე სიფრთხილით უნდა მოვეკიდო, როგორც სხვა ყველა. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს ბევრი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამასთანავე, ჩვენთვის, როგორც ყველასთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს საქმე ძალიან სენსიტიურია, ერთი მხრივ, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ, რაც ასევე ყველასთვის გასაგებია. თუმცა, საკითხი სენსიტიურია ასევე იმ კუთხით, რომ ამას აქვს საშინაო, შიდა სენსიტიურობის განზომილება და როგორც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ასევე ოპოზიციისგან ისმის კითხვები აღნიშნულის კონტექსტთან და დროსთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის გასაგებია იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. ეს ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ პროცესი დიდი სიფრთხილით, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს", - აღნიშნა ჰარცელმა.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
„თეგეტა მოტორსი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს
მერაბ ჭიქაშვილი - როგორ შეიძლება კადრების ისე დადგმა, რომ მასში მონაწილეობა მაღალი თანამადებობის პირებს მიაღებინო? (R)
კახა ძაგანია - "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა (R)
გიორგი ლომია - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც სამართლიანობას აღადგენს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ გამარჯვება წაგვართვან! (R)